“მილანმა” უკრაინის მხარდასაჭერად ანდრეი შევჩენკოს სპეციალური ფორმა გამოუშვა, რომლითაც იტალიურმა გრანდმა 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და მკერდზე “მილანი მშვიდობისთვის” აწერია.
აღსანიშნავია, რომ ფორმის გაყიდვიდან შემოსული თანხა იტალიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას, უკრაინის დასახმარებლად სრულად გადაირიხცება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა. ორ კვირაზე მეტია უკრაინის ქალაქები რუსი აგრესორების მიერ აქტიურად იბომბება, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.








