“ჯენოამ” ახალგაზრდა უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. იტალიური გუნდი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა სპეციალისტი იტალიურ გუნდს რამოდენიმე კვირის წინ შეუერთდა, თუმცა გუნდის არასტაბილურმა შედეგებმა მისი წასვლა განაპირობა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ანდრეი შევჩენკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ცნობისთვის, შევჩენკომ გუნდი მოედანზე 11-ჯერ გამოიყვანა, “ჯენოამ” უკრაინელი სპეციალისტის მწვრთნელობის დროს მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო.
🔴🔵 Il Genoa Cfc comunica che il tecnico Andriy #Shevchenko è stato sollevato dall’incarico. Il Club ringrazia l’allenatore e il suo staff per il lavoro svolto con impegno in questi mesi.
📝 https://t.co/QX2F8IVyYB pic.twitter.com/qErO9kY8VC
— Genoa CFC (@GenoaCFC) January 15, 2022





