კახა კალაძემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში “მილანში” გატარებულ პერიოდზე და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
“მილანში” მუდამ გვერდით მედგა ორი ადამიანი. ეს იყო ნამდვილი ოჯახი. რეზო ჭოხონელიძე მეხმარებოდა, რომ დავსახლებულიყავი მილანში. თავის დროზე, ის ასევე დაუდგა გვერდში შევჩენკოს. ჩვენ გატაცებულები ვიყავით მანქანებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის გაგვეკეთებინა საჩუქარი. მეორე უახლოესი ადამიანი მილანში ჩემთვის ლორენცო ჩიპრიანია. საერთოდ, იქ დღემდე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს”, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ კარიერის საუკეთესო წლები “მილანში” გაატარა და იტალიური გუნდის შემადგენლობაში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
“მილანთან” ერთად კახამ იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. კიდევ უფრო წარმატებული იყო საერთაშორისო ასპარეზზე: ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.





