საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ახლა უკვე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიტალი კლიჩკოსთან საუბრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“მინდა გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და მოვიტყუე. რაში მჭირდება მოვიგონო ის ყველაფერი, თითქოს ველაპარაკე კიევის მერ კლიჩკოს? რა თქმა უნდა, მე ვესაუბრე 3 მარტს და ოფიციალური წერილი გავუგზავნე Whatsapp-ზე. ეს იყო ჩემი და მოლდოვის, სელმეტის მერის ერთობლივი წერილი, რის შემდეგ პირდაპირ გადმომირეკა მან და მითხრა ყველაფერი იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამის მერედაც გვქონდა კომუნიკაცია არამარტო კლიჩკოსთან, ხარკოვის და ირპენის მერებთანაც. ეს იყო რამე განსაკუთრებული ვინმესთვის, ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მას კახასთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია.








