რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.
აღნიშნულ მძიმე ვითარებას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ახლა უკვე თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
“მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს”, – წერს კალაძე ტვიტერზე.








