წარსულში პროფესიონალმა მოკრივემ და კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ის და მისი ძმა ერთად დაიცავენ უკრაინას.
“მე და ჩემი ძმა ვლადიმირი ვიღებთ იარაღს და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად”, – წერს ვიტალი კლიჩკო.
იგი კრივში მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ, მისი სახელი ნებისმიერ ქვეყანაში იციან და შესაბამისად თავშესაფრის პოვნა და ომისგან არიდება მარტივად შეეძლო, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე შეიარაღებული დგას თავისი ქვეყნის და მიწის დასაცავად.








