მოსკოვის ცსკას კაპიტანი ნიკიტა კურბანოვი ევროლიგის გასულ ტურში თორნიკე შენგელიას დიდებულ თამაშს გამოეხმაურა.
“საქმე მხოლოდ რეკორდში არაა, დღევანდელ მატჩში შენგელიას ყველაფერი გამოსდიოდა, ამდენად, ცოდვა იქნებოდა, მისი ფაქტორი ბოლომდე არ გამოგვეყენებინა. ის ბურთს ძალიან კარგად აკონტროლებდა და ბევრი ქულა აიღო, ამასთან, პარტნიორებსაც კარგ მომენტებს უქმნიდა. როდესაც თამაშის მერე თოკო გასახდელში შემოვიდა, ყველამ ყვირილი დაიწყო, მას ულოცავდნენ. ველით, რომ მისი დამსახურებით, მალე კიდევ ერთი აღსანიშნი ამბავი გვექნება. გასულ ტურში ხომ ტურის MVP გახდა და ახლაც ასე უნდა მოხდეს”.
ცსკამ ზენიტი 77:67 დაამარცხა, შენგელიამ კი ევროლიგაში მისთვის სარეკორდო 33 ქულა ჩააგდო.
დიდი შანსია ქართველი მძიმე ფორვარდი ზედიზედ მეორედ ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელიც გახდეს.







