საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი სპორტულ ღონისძიებებს ეხება.
“სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლების გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი”.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სრულიად შეზღუდული იყო სპორტული ღონისძიებები, გარდა იმ შეჯიბრებებისა, რომლებიც საერთაშორისო ეგიდით იყო დაგეგმილი.







