ამას წინათ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართული სპორტი თავისი ტრადიციებით და მიღწევებით იმსახურებს ცალკე გამოყოფასო. ძნელია მას არ დაეთანხმო, რადგან განათლების და მეცნიერების სფეროსთან, სპორტის დარგის მიბმა რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი იყო.
პრემიერ მინისტრის თქმით სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობა თითქმის დასრულების ფაზაში იყო, შესაბამისი ბრძანებაც არსებობს და სპორტიც განათლებას და მეცნიერება გამოეყოფა, თუმცა მარტო მაინც არ იქნება.
როგორც ირკვევა, ძველი მოდელი დაბრუნდება და სპორტის დარგი კულტურის და ახალგარზდობის სფეროს შეუერთდება.
აი, რაც შეეხება ახალ მინისტრს ბევრისთვის ალბათ სიურპრიზიც იქნება. აქამდე არასდროს ყოფილა, სპორტის სამინისტროს ქალი ხელმძღვანელი ჰყოლოდა. სულ მალე კი თეა წულუკიანს სპორტულ წიაღსვლებში საფუძვლიანად გარკვევა მოუწევს.
მოკლედ, მცირე ფორმალობები და იუნსტიციია ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჩაიბარებს.





