საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ლაშამ პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში ბრაზილიელ კოდას სძლია, 1/4 ფინალში კი ფრანგი გაბა დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
დღეს საქართველოს სახელით ლაშასთან ერთად, ვაჟა მარგველაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი ასპარეზობენ. ორივე მათგანი 1/4 ფინალშია.
ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ბენჟამინ აქსუსსა და შახრამ ახადოვს შორის გაირკვევა.





