ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა კარიერაში პირველად პარიზის გრანდ სლემი მოიგო.
30 წლის სპორტსმენმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
”მინდა ეს გამარჯვება სრულიად საქართველოს მივულოცო. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.
უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ჩემპიონი, მითუმეტეს ამ დარბაზში საოცარი გულშემატკივრობა იგრძნობა.
ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე და შევძელი ჩემი შრომის შემდეგ ტიტულის მოპოვება.
აწ წელს ვიწყებ პარიზის გრანდ სლემის მოგებით, ეს ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო, რომელიც არ მქონდა მოგებული.
თუმცა ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც ადამიანს დიდი წვალების შემდეგ გიფასდება საწადელი და მიზანი. შრომის მოპოვებული უფრო გემრიელი და ტკბილია.
ბედნიერი ვარ, გილოცავთ ყველას.” – განაცხადა ლაშა შავდათუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და პარიზის გრანდ სლემი მოიგო.





