12-13 მარტს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში კადეტთა შორის, ძიუდოს ევროპის თასი გაიმართება.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 16 ძიუდოისტით იასპარეზებს:
50 კგ – ოთარ სამნიშვილი, გიორგი ჯოჯიშვილი
55 კგ – გიორგი თათიკიშვილი, დავით ლომიტაშვილი
60 კგ – ბექა მაჩალიკაშვილი, ლუკა ჩოფლიანი
66 კგ – საბა სამადაშვილი, საბა არავიაშვილი
73 კგ – ლუკა ჯავახიშვილი, გიგი მორბედაძე
81 კგ – გივი ხოსიტაშვილი, საბა გველესიანი
90 კგ – ნოდარ ალაფიშვილი, მიხეილ კუპრაშვილი
+90 კგ – თამაზ ბიგინაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი.
ცნობისთვის, ზაგრების ევროპის თასზე მონაწილეობას 32 ქვეყნის 686 ძიუდოისტი მიიღებს.








