გადაცემა, “სპორტი იმედზე” მამუკა გორგოძემ ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა და პარიზის გრან სლემზე ჩემპიონობა მიულოცა.
“ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ლაშას თავდამბლობით, შრომისმოყვარეობით. არასდროს დიდი განცხადებით არ გამოირჩეოდა, ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიჰყვებოდა თავის საქმეს. ოლიმპიადაზე ასეთი შედეგის მერე ზოგი მოდუნდება, მაგრამ ლაშა არა. გილოცავ, და გისურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს”, – განაცხადა ლეგენდარულმა ვეტერანმა მორაგბემ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემი კარიერაში პირველად მოიგო.








