25-27 მარტს თბილისში, ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი – გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც არაერთი სახელოვანი ქართველი, თუ უცხოელი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეისთვის კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ატარებს და ამასთან, ბრწყინვალე ფორმაშიც იმყოფება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში შავდათუაშვილის წონაში მოასპარეზე უძლიერესი იაპონელი ძიუდოიტი, შოჰეი ონო თბილისში დაპატიჟა და ლაშასთან ბრძოლაში გამოიწვია.
„თბილისის გრანდ სლემი 2022, 25-27 მარტი, შოჰეი ონო გელოდებით“, – წერს გუჯეჯიანი.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ შოჰეი ონო 73 კგ წონით კატეგორიაში ფაქტობრივად დაუმარცხებელ ძიუდოისტად მიიჩნევა, რომელსაც ორჯერ აქვს ოლიმპიადა მოგებული. იაპონელმა ჯუდოკამ ბოლოს ოლიმპიური ოქროს მედალი ტოკიო 2020-ზე მოიპოვა, სადაც ფინალში სწორედ ქართული ძიუდოს ლეგენდა, ლაშა შავდათუაშვილი დამატებით დროში დაამარცხა.







