UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ამერიკელი რაიან ჰოლი დაამარცხა! 24 წლის მებრძოლმა გამოცდილი მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ეს შედეგი განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან 9 ჩატარებულ შეხვედრაში ჰოლის დანოკაუტება ვერავინ შეძლო, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა ამ შედეგის მიღწევა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ “ელ მატადორისთვის”, როგორც ილიას უწოდებენ ეს გამარჯვება პროფესიონალურ დონეზე მე-11 აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 2020 წლიდან ასპარეზობს და ის ოქტაგონზე უკვე მესამედ ვიხილეთ და სამივეჯერ დადებით შედეგს მიაღწია.





