UFC-ის ინგუში მებრძოლი, მოვსარ ევლოევი სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველებს მიმართავს.
მოგეხსენებათ, ევლოევი და ილია თოფურია ერთმანეთს UFC 270-ზე, 23 იანვარს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ქართველი და ინგუში მებრძოლები ერთმანეთთან დიდი აგრესიულობით გამოირჩევიან, რაც ინტერვიუებში და მათ პოსტებში გამოიხატება.
“გამარჯობა, გენაცვალე!!! ძვირფასო ქართველებო, ნუ მიიღებთ პირადად, თქვენი ხალხის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს. საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისთვის ღიაა”, – წერს ევლოევი.





