23 იანვარს მოვსარ ევლოევისა და ილია თოფურიას ბრძოლა უნდა გამართულიყო, თუმცა რუს სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა და დაპირისპირება ჩაიშალა.
ევლოევმა ქართველი სპორტსმენი კიდევ ერთხელ გამოიწვია:
„UFC-ს ვთხოვ ილია ბუმერანგ თოფურიასთან შექმნილი არეულობა ლონდონში 19 მარტს მომაგვარებინოს. მოდით ყველაფერი უფრო ხმამაღლა ვთქვათ! თოფურია ილიავ, გამაგებინე სამოყვარულო წონა ხომ არ გჭირდება? შენი ვარდისფერი კოსტუმი არ დაგავიწყდეს“ – განაცხადა მოვსარ ევლოევმა.
25 წლის ქართველმა მებრძოლმა, ევლოევს ტვიტერის მეშვეობით პასუხი გასცა:
“მოვსარ, გაითვალისწინე, რომ არავინ იქნება შენი დამხმარე, როცა გალიაში ჩაგვკეტავენ. შენი დამარცხების დღის პატივსაცემად შავ კოსტუმს ჩავიცვამ.
იმედია, 19 მარტს სრულად ჯანმრთელი იქნები და ამჯერად მაინც გამოჩნდები.” – წერს ილია თოფურია.
შეგახსენებთ, რომ ილიას კიდევ ერთი ბრძოლა, შარლ ჟორდენის წინააღმდეგ ჩაიშალა. UFC-ის ექიმებმა ილიას წონის კლების შეწყვეტა და ბრძოლიდან ჩახსნა ურჩიეს.





