ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში განვითარებულ ილია თოფურიასა და რუს მოვსარ ევლოევს შორის განვითარებულ დაპირისპირებას ქართველი მებრძოლის დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია ეხმაურება, რომლის განცხადებაც განცხადება MMA Georgia-ს Facebook-გვერდზე ვრცელდება.
„ჩემი რუსთაველი ქმარი, რომელიც ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად, რატომ გადაწყვიტა, რომ ევროპაში დაიბადა ილია. ის გაიზარდა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს, საქართველო.
არასწორი ინფორმაციები გაქვს მოვსარ, შვილო…
ილიას ერთ სიტყვას, რომ „პირველ რაუნდში მოგიგებდა“, რამხელა რამ ააყოლე… გეპასუხა, მეც პირველ რაუნდში ვაპირებ მოგებასო. რა ესპანელი, რის ტილო, მერე არ გაჩერდი და კიდე აგრძელებ? არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ჩვენ გრუზინები არა ქართველები ვართ“, – ამბობს ინგა ბენდელიანი-თოფურია.