ირაკლი კობახიძემ 30 ივლისს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარადგინა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კენჭს მშობლიურ ქალაქ გორში იყრის.
ხინჩეგაშვილი ევროპის 3-გზის და მსფოლიო ჩემპიონია. 2012 წლის ოლიმპიადაზე მან თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვერცხლის, 2016 წლის ოლიმპიადაზე კი ოქროს მედალი მოიგო. 30 წლის ხეინჩეგაშვილს სპორტული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.








