საშინელი დროება უდგას ჟოზე მოურინიოს და მის „ტოტენჰემს“. ლონდონელებმა პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს და არა გვგონია ასე დიდხანს თუ გაგრძელდა პორტუგალიელ სპეციალისტს პასუხი არ მოსთხოვონ.
ამჯერად, „ტოტენჰემი“ სტუმრად ლიდერ „მანჩესტერ სიტისთან“ შერცხვა. ჟოზემ, გვრადიოლას შეგირდებთან 0:3 წააგო და სატურნირო ცხრილშიც 36 ქულით მე-9 ადგილამდე დაეშვა.
„ჩვენ კარში დანიშნული 11 მეტრიანი? ასეთ პენალტებს მე თანამედროვეს ვუწოდებ. მატჩი კარგად დავიწყეთ და გატანა მალევე შეგვეძლო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. დარწმუნებული ვარ იმ მომენტში რომ გაგვმართლებოდა ჩემი გუნდი ახალი ენერგიით დაიმუხტებოდა. ისე კი დაღლილი გუნდი, დასვენებულის წინააღმდეგ თამაშობდა.
ბიჭებმა მოსაგებად იბრძოლეს, მაგრამ დიდი ანგარიშით წავაგეთ. 0:3 მარცხი ნებისმიერი მეტოქისგან მძიმე დარტყმაა. ახლა კარგი პერიოდი არ გვაქვს. მოწინავე პოზიციებიდან შორს ვართ და ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია“ – აღნიშნა გაწბილებულმა ჟოზე მოურინიომ.








