მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელის, ჟერომ ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს. გერმანული პოლიციის ინფორმაციით, 25 წლის გოგონას ძალადობის კვალი არ აღინიშნება და სიკვდილის მიზეზად სავარაუდოდ თვითმკვლელობა სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოატენგი და კასია ლენჰარდტი ერთმანეთს 1 კვირის წინ დაშორდნენ. ფეხბურთელი დაშორების მიზეზად განმარტავდა, რომ კასიამ ნასვამ მდგომარეობაში მას მანქანა მოპარა და ავარიაში მოყვა. 32 წლის ფეხბურთელი ასევე ამბობდა, რომ გოგონა მას აშანტაჟებდა.

კასია ლენჰარდტის გარდაცვალებაზე ისაუბრა მისმა მეგობარმაც და განაცხადა, რომ პოლიციამ სიკვდილის მიზეზი ოპერატიულად უნდა დაადგინოს.
საგულისხმოა, რომ პოლიციამ გოგონას ცხედარ ბერლინში, ერთ-ერთ ბინაში იპოვა, ადგილობრივი პრესა კი ამტკიცებს, რომ ბინა ბოატენგს ეკუთვნის. თავად ფეხბურთელი ბოლო 1 კვირის განმავლობაში გოგონასთან ურთიერთობას კატეგორიულად უარყოფს.
კასია ლენჰარდტს და ჟერომ ბოატენგს ერთმანეთთან 15-თვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.





