საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა კინგსლი კომანმა მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. გერმანული გუნდი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კომანმა მიუნხენურ გუნდთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ფრანგი შემტევი “რეკორდმაისტერს” 2016 წელს იტალიური “იუვენტუსიდან” შეუერთდა.
კომანმა გერმანულ გუნდთან ერთად 1 ჩემპიონთა ლიგა, 6 ბუნდესლიგა, 3 გერმანიის თასი, 5 გერმანიის სუპერთასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ევროპის სუპერთასი მოიგო. კინგსლიმ “ბაიერნში” ჩატარებულ 217 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა და 52 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფრანგმა ფეხბურთელმა 2019/2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს გოლი გაუტანა და “ბაიერნს” მე-6 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
#MiaSanMia 🔴⚪️#King2027 #FCBayern pic.twitter.com/7kSAOCIAuI
— FC Bayern München (@FCBayern) January 12, 2022







