საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” 25 წლის ფეხბურთელს ლუკა ერნანდესს ნახევარ წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ესპანური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ერნანდესი თავისი მეგობარი გოგონას ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ფეხბურთელი მალევე გამოუშვეს და გოგოსთან 500 მეტროზე მიახლოვება აუკრძალეს.
იმავე წელს ამელი ერნანდესზე დაქორწინდა. გასულ ზაფხულს წყვილმა არდადეგები ერთად გაატარეს და სწორედ ამიტომ სასამართლომ ფეხბურთელს 6-თვიანი განაჩები გამოუტანა.
გავრცელებული ინფორმაციით სასამართლო 19 ოქტომბერსაა დანიშნული და ერნანდესისთვის დასწრება სავალდებულოა.





