ევროლიგის მე-16 ტურში ცსკა შინ მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდა და 77:74 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო. მან 30:42 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შენგელიამ 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ბურთიც სამჯერ დაკარგა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.
ამ მატჩის შემდეგ შენგელია ჩარტერული რეისით მოსკოვიდან თბილისში მოემგზავრება, რადგან საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს.
ცსკა-ს ევროლიგაში 12-დან 7 მოგება აქვს და პლეი ოფის ზონაშია. “ბარსელონასთან” წაგების შემდეგ რუსულმა გრანდმა ჯერ “ბასკონიასთან”, ახლა კი “ბაიერნთან” მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას თბილისის სპორტის სასახლეში დაუპირისპირდება.




