მიუნხენის “ბაიერნის” 32 წლის ფეხბურთელს ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს კორონავირუსი დაუდასტურდა. გერმანული კლუბი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილ ფეხბურთელს ტესტზე დადებითი პასუხი დღეს მოუვიდა, ჩუპო-მოტინგი “ბაიერნის” უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება გერმანელი თავდამსხმელი ვარჯიშს.
ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Eric Maxim Choupo-Moting ist positiv auf das Coronavirus getestet worden.
— FC Bayern München (@FCBayern) November 24, 2021





