გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” კარს ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში “ალავესის” წინააღმდეგ დაიცავს და სეზონში მე-3 ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს. ქართველმა მეკარემ წინა ტურში “გრანადას” წინააღმდეგ ითამაშა, პირველ ტურში კი ხეტაფესთან საუკეთესო იყო მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით “დინამო თბილისიდან” გადავიდა.





