20 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა!
თბილისის დროით 18:15 საათზე, ლა ლიგის მეოთხე ტურში ხოსე ბორდალასის გუნდი საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ დაუხვდება, „ღამურების“ კარის დარაჯი კი კვლავ მამარდაშვილი იქნება.
ცნობისთვის, ქართველი მეკარე ლა ლიგის დაწყების დღიდან შეუცვლელად თამაშობს და აქამდე 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მხოლოდ გოლი გაუშვა.





