საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კოპა დელ რეის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ბილბაოს” წინააღმდეგ “ვალენისას” სასტარტო შემადგენლობაშია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი “ღამურების” ძირითადში ზედიზედ მეორედ მოხვდა, 21 წლის მეკარემ ლა ლიგის გასულ ტურში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ გიორგის მთავარი კონკურენტი იასპერ სილესენი ტრავმის გამო 1 თვეს გამოტოვებს.
ცნობისთვის, ხოსე ბორდალასის გუნდისა და “ბილბაოს” დაპირისპირება თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.
⚽ XI INICIAL 🆚 @AthleticClub#AthleticVCF 🦁🦇#ADNBroncoyCopero 🏆 pic.twitter.com/XQUgWvg8UA
— Valencia CF (@valenciacf) February 10, 2022





