საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ბილბაოს” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაშია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი “ღამურების” სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეექვსედ მოხვდა. ქართველმა მეკარემ ბოლო ტურში “მალიორკას” წინააღმდეგ ითამაშა.
21 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში, “ღამურების” მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა.
“ვალენსიასა” და “ბილბაოს” შეხვედრა თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.





