თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლაშა ტალახაძეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოპოვებული წარმატება მიულოცა. კალაძემ მისალოცი წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა:
„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას.
სამი ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია.
ატაცში 222 კილოგრამის აწევით, მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ვულოცავ მთელ საქართველოს!“ – წერს კახა კალაძე.
3 ოქროს მედალი და ახალი მსოფლიო რეკორდი! – ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში (VIDEO)








