საქართველოში არსებულ “ვილიარეალის” აკადემიაში რეგისტრაცია დაიწყო.
5-დან 15-წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შეეძლებათ ივარჯიშონ და გაიზარდონ “ვილიარეალის” მეთოდოლოგიით.
აკადემიის თითოეული წევრი უზრუნველყოფილი იქნება ოფიციალური ეკიპირებითა და ტრანსპორტით.
ყოველწლიურად, გამორჩეული მოთამაშეები სრული დაფინანსებით წავლენ “ვილიარეალის” აკადემიაში – ესპანეთში, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.
მათი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივ ტურნირებსა და ჩემპიონატებში, ასევე “ვილიარეალის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში.