28 წლის ფრანგი ფეხბურთელი სერჟ ორიე კარიერას “ვილიარეალში” გააგრძელებს. ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი მცველი უნაი ემერის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ორიემ გასულ ზაფხულს ლონდონის “ტოტენჰემი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 28 წლის მცველმა “დეზების” შემადგენლობაში 110 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.





