საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში „ვილიარეალის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს.
საფეხბურთო სკოლის დირექტორი გიორგი შანიძე იქნება, რომელმაც გეგმებზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.
“უკვე შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში “ვილიარეალის” საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ესპანეთში ვიყავი და ესპანურ გუნდთან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამუშაოები უკვე დაწყებულია, საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე თბილისში ესპანეთის ნაკრების ყოფილი წევრი და “ვილიარეალის” ყოფილი კაპიტანი მარკოს სენა და კლუბის წარმომადგენლები გვესტუმრებიან, აკადემიის ამოქმედება კი გაზაფხულზე იგეგმება. შეიძლება რამდენიმე ლოკაციაც გვქონდეს.. თბილისის გარდა, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში ვგეგმავთ საფეხბურთო სკოლების აშენებას, თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გადაწყვეტის ფაზაშია”, – განაცხადა გიორგი შანიძემ.





