საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და გუშინდელი მარცხის გამო “მამლების” მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გააკრიტიკა.
“არ მესმის, დაცვის ეს განლაგება, სამი მცველით თამაშის დაწყება როგორ უნდა აიხსნას?! ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი გავმართეთ, მეექვსე მოსამზადებელი ეტაპის ჩათვლით და ამ შეხვედრებში 4 სხვადასხვა ტაქტიკური სქემა ვცადეთ.
საწყისი 38 წუთის განმავლობაში, ჩვენი მოთამაშეები მინდორზე საერთოდ არ ჩანდნენ. როდესაც ბურთს ვაკონტროლებდით, ფრანგი ნახევარმცველები თამაშს სათანადოდ ვერ შლიდნენ და ამწვავებდნენ. გარდა ამისა, საჰაერო ორთაბრძოლებშიც ვმარცხდებოდით”, – თქვა ვილი სანიოლმა.
მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის 1/8 ფინალში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.








