საქართველოს ნაკრებისა და აპოელ-ის 29 წლის ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა პაეეკ-ს გაუტანა. კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში აპოელი პაეეკ-ს ესტუმრა და ანგარიშით 1:3 იმარჯვა.
შეხვედრის 29-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა, გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმაც მიიღეს. ქვილითაიამ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ოქრიაშვილი შეცვალა, დაუშვილი კი ლუკასის ნაცვლად შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.








