საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩი ბათუმი არენაზე, შვედეთის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.
მეტოქის კარში ორივე გოლი ნაკრების 20 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველი გოლი 61-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციიდან შეაგდო.
78-ე წუთზე კი თავისსავე წამოწყებული სოლორეიდი გოლად გარდასახა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 2 მოგებით, 1 ფრით და 4 მარცხით ბოლოსწინა მე-4 ადგილზე დაასრულა.








