საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა.
ლაშამ ფინალამდე დიდი გზა განვლო, მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა 1/8 ფინალში ბრაზილიელი კოდა დაამარცხა, 1/4 ფინალში მასპინძელ გაბას სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკ მეტოქეს სძლია და ოქროს მედლის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ლაშას მსგავსად, ოქროს მედლის მოპოვების შანსს ვაჟა მარგველაშვილიც ინარჩუნებს, 28 წლის ძიუდოისტის ნახევარფინალური შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ჯაბა პაპინაშვილი სამწუხაროდ 1/4 ფინალში დამარცხდა, თუმცა ასპარეზობას რეპეშაჟში განაგრძობს.
ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე ფინალში იაპონელი ჰაშიმოტო სოიჩი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.








