მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ პარიზის გრანდ სლემის 5 საუკეთესო იპონი გამოავლინა.
მე-5 პოზიცია 66 კილოგრამ წონით მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილის იპონმა დაიკავა, რომელიც მან დაიკი ბოუბას გაუკეთა.
ცნობისთვის, მე-4 ადგილი მარგაუქს პინოს გაკეთებულმა იპონმა დაიმსახურა, მე-3 პოზიცია კენტარო იიდას შესრულებულ იპონს ერგო. მე-2 ადგილი ამადინ ბუშარის მიერ შერულებულმა გდებამ დაიმსახურა, პირველ ადგილზე კი სანშირო მურაოს შესრულებული გდება გავიდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.








