საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” 28 წლის თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს” გაუტანა. კვიპროსის ჩემპიონატის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “აპოელი” ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-18 წუთზე გიორგი ქვილითაიამ მასპინძლები დააწინაურა და თავისი გუნდის 1/4 ფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ქვილითაიასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა მიიღო.
გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში “აპოელის” მაისურით ჩატარებულ13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.








