22 წლის ფრანგი მცველი დაიო უპამეკანო “ბაიერნში” 2 ნომრიან მაისურს მოირგებს, მან გუშინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა:
“ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, უკვე მქონდა რამდენიმე სასიამოვნო მომენტი ამ გუნდში.
ბაიერნში გადმოსვლა, ჩემი ყველაზე კარგი და დიდი ნაბიჯია. ბაიერნი ისტორიულად დიდი და ძალიან კარგი ფეხბურთელები დაკომპლექტებული გუნდია. მსურს ამ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო, მომწონს აქ ყოფნა .
ნაგელსმანს უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ. ძალიან კარგი მწვრთნელია. ის ეხმარება როგორც ახალგაზრდა ასევე გამოცდილ ფეხბურთელებსაც. მას უყვარს ვიდეოანალიზი. ის უკვე დიდი მწვრთნელია და ბედნიერი ვარ, რომ ისევ მასთან ვიმუშავებ. ყოველთვის მოტივირებულია და ალბათ დღეს, ამ გუნდში უფრო მოტივირებული იქნება.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ამ პოზიციიდან გუნდელებთან კომუნიკაციაა საჭირო. თუ ვინმე არასწორად დგას მოედანზე, ვალდებული ვარ ვუთხრა. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ როცა ვხედავ რომ გუნდელს დახმარება ან მითითება ესაჭიროება, მე ამას ვაკეთებ.
რა თქმა უნდა აქ დიდი კონკურენციაა. ყველა დიდ გუნდში არსებობს კონკურენცია, ზუსტად ეს გხდის ძლიერს. ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითადის ფეხბურთელი გავხდე.”-განაცხადა უპამეკანომ
ცნობისთვის, მიუნხენურმა გუნდმა ახალგაზრდა მცველი “ლაიფციგიდან” 43 მილიონ ევროდ შეიძინა.





