საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი. აღნიშნულ ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილმა მონაწილეობა ვერ მიიღო.
გავრცელებული ინფრომაციით, ვაჟა პარიზში გამგზავრებამდე ვაქცინით აიცრა და შეჯიბრების დაწყებამდე თავი შეუძლოდ იგრძნო.
ქართველ სპორტსმენს აღნიშნულ ტურნირზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ რაუნდში კანადელი მეტოქის წინააღმდეგ უნდა ეასპარეზა, თუმცა გაბრიელ ჟუტეაუს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.
დღეს საქართველოს სახელით 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს, ქართველი ძიუდოისტი ტურნირის მთავარი ფავორიტია და ვიმედოვნებთ, რომ ეთო საქართველოში ოქროს მედლით დაბრუნდება.








