გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში “ვალენსიას” კარს აღარ დაიცავს.ხოსე ბორდალასმა 20 წლის ქართველ მეკარის ნაცვლად სასტარტო 11-ეულში 32 წლის ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დააყენა.
გიორგიმ ვალენსიას კარი ლა ლიგის ზედიზედ 6 შეხვედრაში დაიცვა, მაგრამ ბოლო ორ მატჩში – რეალსა და სევილიასთან შეცდომები დაუშვა, რაც მის გუნდს გაშვებულ წაგებად დაუჯდა.
ესპანური მედიაში დაიწერა, რომ ბორდალასი ბილბაოსთან გუნდის გამოცდილ მეკარეს, იასპერ სილესენს დააყენებდა.
“ვალენსიას” ლა ლიგის 6 ტურში 10 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.








