საფრანგეთის ნაკრების და კატალონიის „ბარსელონას“ შემტევისთვის, უსმან დემბელესთვის ევრო 2020 დასრულდა.
„მამლების“ ვინგერმა მუხლზე დაზიანება შაბათს, უნგრეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირსპირებისას მიიღო. ის მოედანზე 57-ე წუთზე, ადრიან რაბიოს ნაცვლად ჩაერთო, თუმცა შეხვედრის მიწურულს ფეხის ტკივილმა შეაწუხა და მოედანი 87-ე წუთზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი შემტევი 3 თვის განმავლობაში იუქმებს.
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ოთხშაბათს პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.





