საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” 24 წლის თავდამსხმელი უსმან დემბელე გამოჯანმრთელდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე “ბენფიკას” წინააღმდეგ ითამაშებს.
ექიმებმა ფრანგ შემტევს თამაშის ნებართვა მისცეს და კატალონიური გუნდის თავკაცმა ჩავი ერნანდესმა უსმან დემბელე განაცხადში შეიყვანა.
ბლაუგრანას ასევე 21 წლის ამერიკელი მცველი სერჟინიო დესტი დაუბრუნდა.
დემბელემ დაზიანება კიევის “დინამოს” წინააღმდეგ 20 ოქტომბერს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.
კატალონიის “ბარსელონა” დღეს “ბენფიკას” წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, მარცხის შემთხვევაში კი დიდ ხიფათს გადაეყრება.
‼ BREAKING NEWS
Dest and Dembélé declared fit and ready to play in #BarçaBenfica pic.twitter.com/CNNUOKnuWo
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 23, 2021





