საფრანგეთის ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” 24 წლის თავდამსხმელი უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია. ესპანური გუნდი ინფრომაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გავრცელებული ინფრომაციით, ფრანგ შემტევს მარცხენა ბარძაყის ნახევრადმემბრანული კუნთის დაჭიმულობა აქვს. დემბელემ აღნიშნული დაზიანება კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო, ფრანგ ფეხბურთელს ექიმების რეკომენდაციით 15 წუთი უნდა ეთამაშა, თუმცა საჭიროებუდან გამომდინარე სერხი ბარხუანმა მისი 30 წუთის განმავლობაში თამაში გადაწყვიტა.
დემბელესთან ერთად ზურგის არეში ტკივილის გამო “ბლაგურანას” “სელტასთან” მატჩში ამერიკელი მცველი სერჟინიო დესტიც დააკლდება.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორამციიის თანახმად, უსმან დემბელე ტრავმის გამო 3-4 კვირას გამოტოვებს.
𝗜𝗡𝗝𝗨𝗥𝗬 𝗡𝗘𝗪𝗦 | The first team player Ousmane Dembélé has a strain in the semimembranosus muscle of his left hamstring.https://t.co/e7P9uj6dBq pic.twitter.com/I1JXxd56bt
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 4, 2021





