კატალონიური ბარსელონას ფრანგ შემტევ უსმან დემბელეს გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.
Catalunya Ràdio-ს თანახმად, ფრანგი, რომლის ამჟამინდელი ხელშეკრულება კატალონიელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ბარსასთან ახალი კონტრაქტის დადებას არ აპირებს.
ფეხბურთელი კლუბის დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია: დემბელე განაწყენებული იყო იმით, რომ გასულ ზაფხულს „ლურჯ-ბროწეულისფრებს“ მისი გაყიდვა სურდათ.
ბარსელონა შეეცდება 23 წლის ნახევარმცველი დარჩენაში დაარწმუნოს. თუ კლუბი წარმატებას ვერ მიაღწევს, მაშინ ზაფხულში ნახევარმცველს ტრანსფერზე დააყენებს, რომ მასში ფული მაინც მიიღოს.
დემბელესადმი ინტერესი იუვენტუსმა და ლივერპულმა უკვე გამოხატეს.
ამ სეზონში ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.





