ისრაელის ჩემპიონატში, “ნეს ციონას” შემადგენლობაში მოთამაშე, ლევან კუტალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ეს რას ვხედავ… უკრაინაში რუსეთი გენოციდს აწყობს. ხოცავენ უდანაშაულო ხალხს, წვავენ და ბომბავენ ქალაქებს, ყველაფერს მიწასთან ასწორებენ. მსოფლიო კიდევ დუმს, უკრაინა გაწირეს. ეს ომი საშინელებაა, როგორ არ უნდა დაეხმარო ამ ღირსეულ და გმირ ერს. ეგრე არ შეიძლება, გონს მოეგეთ და შეაჩერეთ ეს ურჩხული ავადმყოფი ადამიანი პუტინი. გმირები არ ხდებიან, გმირები იბადებიან! თავის სამშობლოს დაცვით მსოფლიოს მაგალითი მისცეს თუ, როგორ არ უნდა დათმო საკუთარი მიწა წყალი. ასეთი ერთიანი უნდა ვიყოთ ჩვენც, ქართველები. ყველანაირად უნდა დავიცვათ საქართველო. დიდება უკრაინას!”, – წერს კუტალია.








