Tuttosport-მა Golden Boy 2021-ის რიცხვი 40-მდე დაიყვანა და სამწუხაროდ, მათ შორის საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ვეღარ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ გამოცემას თავდაპირველ სიაში 105 ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავდა შეყვანილი, შემდეგ მათი ჩამონათვალი 80-მდე, მოგვიანებით კი 60-მდე შემცირდა. ქართველ ფეხბურთელს ყველა გამოკითხვაში კარგი შედეგები ჰქონდა, თუმცა ამჯერად შემცირებულ სიაში მოხვედრა ვეღარ შეძლო.
ცნობისთვის, Golden Boy ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც Tuttosport ევროპის მასშტაბით 21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს.
გასულ წელს პრიზი დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელ ვარსკვლავ, ერლინგ ჰალანდს გადაეცა.





