დიდი უბედურება დატრიალდა ურუგვაიში. 25 წლის ფეხბურთელი ფრანკო აკოსტა საკუთარ დაბადების დღეზე მდინარეში დაიხრჩო.
ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე 20 წლამდე ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.
ფრანკო აკოსტა, თავის 25-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა, რა დროსაც ძმასთან ერთად მდინარე პანდოს გადაცურვა მოინდომა. ტრაგედიაც მაშინ დატრიალდა. აკოსტას ძმამ წყლიდან ამოსვლა მოახერხა და უმალ სამაშველო სამსახურს გამოუძახა, თუმცა უშედეგოდ. მყვინთავებმა ფეხბურთელის ცხედარს მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიაგნეს.
ფრანკო აკოსტა 2015 წელს „ვილიარეალში“ ჩაირიცხა. ესპანური კლუბი მასზე დიდი იმედებს ამყარებდა, მაგრამ ვერ გაამართლა და სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს. ფრანკო აკოსტას ბოლო გუნდი ურუგვაული „ატენასი“ გახლდათ.








