თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დიდი ალბათობით, მზად იქნება კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის, რომელიც 21 აგვისტოსაა დაგეგმილი.
ნიქოზიას „აპოელში“ გადასული ქართველი შემტევი ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა. შემდეგ მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და საბედნიეროდ, გაირკვა, რომ მოედანსაც მალე დაუბრუნდება და სექტემბერში საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება.
გამოცემა „ტემასპორტის“ ცნობით, კვიპროსულ კლუბში იმედიანად არიან განწყობილები და ვარაუდობენ, რომ 28 წლის თორნიკე ოქრიაშვილი მხოლოდ რამდენიმე დღე არ ივარჯიშებს და ჩემპიონატის დაწყებისთვის მზად იქნება.





